რეგისტრაცია

ფელიქსის საზაფხულო არტ სივრცე შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტებით

 

ბავშვებთან შემოქმედებითი იმპულსები განსაკუთრებით ძლიერია, მათ აქვთ უამრავი შეკითხვა გარესამყაროსთან, სინჯავენ თავიანთ ძალებს, იძენენ ახალ უნარებს, ივითარებენ კრეატიულ და შემოქმედებით მიდგომებს.


ფელიქსის საზაფხულო პროგრამაში შერწყმულია შემეცნებითი და შემოქმედებითი მხარეები და ემსახურება ბავშვებისთვის ისეთი თემების გაცნობას, როგორიცაა ეკოლოგია, ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება, ასტრონომია/პლანეტები, ხელოვნება. მუშაობა ხორციელდება მულტიმოდალური მეთოდით, რაც გულისხმობს ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა გზით და პირველ რიგში, პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას. თითოეული თემის ირგვლივ ჯგუფის წევრებს მიეწოდებათ მრავალფეროვანი მასალა, თუ როგორაა ასახული ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული სფერო კულტურაში, მეცნიერებაში, მუსიკაში, ლიტერატურაში, სახვით ხელოვნებაში და სხვ. მოხდება ასევე შემეცნებითი ფილმების ჩვენება; ბავშვები  შექმნიან თემატურ ნამუშევრებს, მოახდენენ თავიანთი იდეების რეალიზებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიზნად ისახავს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა წარმოსახვა, სოციალური უნარები, ჯგუფში მუშაობა, ინიციატივის აღება, პროექტის მომზადება და ა.შ.


ბავშვებთან იმუშავებენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომელთაც აქვთ გამოცდილება ფსიქოლოგიურ, პედაგოგიურ და კონკრეტულ სახელოვნებო სფეროებში (ხატვა, მუსიკა).


ფელიქსის საზაფხულო პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება უყოს 1 თვე ან 2 კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ოთხი ძირითადი თემატიკა: ეკოლოგია, ასტრონომია, ცხოველთა სამყაროს ევოლუცია და ხელოვნება. ბავშვები შექმნიან ინდივიდუალურ ნამუშევრებს, აითვისებენ სხვადასხვა ტიპის გამოსახვის ფორმებს, გაეცნობიან და ექნებათ შეხება მრავალფეროვან მასალასთან. პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ბავშვების ნამუშევრები.

 

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებში:

 

 შემოქმდებითი უნარების განვითარებას;

 დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას;

 საუკეთესო არჩევანის გაკეთებასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებას;

 კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

 პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას სწავლისა და ხელოვნებისადმი;

 სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან;

 ფიზიკურ და ემოციურ სიჯანსაღეს.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

 პროგრამის მიმდინარეობის პერიოდი 1 თვე / 2 კვირა

 სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

 მიიღებიან ბავშვები 4-დან 7 წლამდე

 თითო ჯგუფში ბავშვების რაოდენობა შესაძლებელია იყოს 16

 კვება, 3-ჯერ დღეში

 პროგრამის დასრულების შემდეგ მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა

 

 

დღის აქტივობების განრიგი:

 

 10:00 – 10:30 - ჯგუფის შეკვრის აქტივობები (ენერჯაიზერები)

 10:30 – 11:00 - საუზმე

 11:00 – 12:00 - მებაღეობა

 12:00 – 13:00 - მეცნიერება

 13:00 – 14:00 - ხელოვნება

 14:00 – 14:30 - სადილი

 14:30 – 15:00 - ლიტერატურა

 15:00 – 15:30 - კინოთეატრი

 15:30 – 16:30 - კულინარია

 16:30 -17:00 - ეზოს აქტივობები

 17:00 – 17:30 - სამხარი

 17:30 – 18:00 - დღის შეჯამება/დამშვიდობება