რეგისტრაცია

ჩვენს შესახებ


სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც ბავშვი აქტიურად არის ჩართული  და რომელიც ეფუძნება მის არსებულ ცოდნას,  გამოცდილებას და  შეხედულებებს



ჩვენი არჩევანია,  ინდივიდზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც  გულისხმობს ბავშვის შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებას სწავლების პროცესში



თითოეული ბავშვი თავისუფლად სწავლობს და ვითარდება, რადგან ყოველ ბავშვს აქვს სწავლის ინდივიდუალური სტილი და განსხვავებული უნარები


ბავშვი სწავლობს გარემოს აქტიური შემეცნებისა და უსაფრთხო გარემოში (რომელიშიც ცხოვრობს, სწავლობს, თამაშობს) საკუთარი აღმოჩენების გზით


ბავშვი სწავლობს მოზარდებთან და თანატოლებთან ურთიერთობის გზით


ბავშვი ახალს სწავლობს წარსულში შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რასაც საფუძველი ეყრება ბავშვის სხვა ბავშვებთან თამაშისა და მათთან სოციალური ურთიერთობების დროს


ბავშვი სწავლის პროცესში შედეგებს აღწევს მაშინ, როდესაც ჯანმრთელნი და სრულფასოვნად ნაკვებნი არიან


ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა მაშინ ეუფლება, როდესაც მას ყოველდღიური საქმიანობისას არჩევანის უფლება არ ეზღუდება


  ბავშვის უპირველესი აღმზრდელები და მასწავლებლები ბავშვის ოჯახის წევრები არიან