ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა;
ბავშვის ემოციური მზაობა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, მომავალში წავიდეს სკოლაში;
ბავშვისთვის წინარე აკადემიური უნარების განვითარება.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
ბავშვს შეუძლია საკუთარი ქცევის და ემოციების მართვა გარემოს შესაბამისად;
შეუძლია მუშაობა დამოუკიდებლად, წყვილში და ჯგუფში;
შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს და ორიენტირდეს მისთვის ნაცნობ სივრცეში;
დამოუკიდებლად გამოიყენოს ტუალეტი;
მოემსახუროს საკუთარ თავს, დამოუკიდებლად ჭამოს, ჩაიცვას, გაიხადოს, ჩაალაგოს საკუთარი ნივთები ჩანთაში და მოუფრთხილდეს, დაიბანოს ხელები და პირი, მოიმზადოს მარტივი საკვები;
შეუძლია დაიცვას ფეხით მოსიარულეს საგზაო წესები;
იცის ქცევის წესები სხვადასხვა სტიქიის დროს;
იცავს უსაფრთხოების წესებს საგნებთან მიმართებაში;
იცის მაგიდასთან მოქცევის წესები;
გამოხატავს პატივისცემას უფროსი და მისი ასაკის ადამიანების მიმართ, ითვალისწინებს ურთიერთობის ეთიკას;
უფრთხილდება გარემოს და არ ანაგვიანებს;
იცავს რიგს და თამაშის წესებს;
შეუძლია დაგეგმოს დღე და მიჰყვეს დღის განრიგს;
ასახელებს საკუთარ სახელს და გვარს, ასაკს, დაბადების დღეს, ასახელებს მშობლებს, მათ პროფესიებს, სახლის მისამართს, სახლის ტელეფონის ნომერს ან რომელიმე მშობლის მობილურის ნომერს, ფლობს ინფორმაციას დედმამიშვილებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.
იცის საათზე სრული დროის ცნობა; სეზონები, კვირის დღეები, თვეები.
შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა, საგნის რაოდენობის დაკავშირება ციფრთან, რაოდენობის განსაზღვრა - მეტია/ნაკლებია/ტოლია;
ყოველთვის ალაგებს თამაშის შემდეგ გარემოს და ინახავს მის მიერ გამოყენებულ ნივთებს.